რეზონანსი
04.07.2024

სომხეთი მზად არის აშშ-სთან ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანოს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისწერა.

„მოხარული ვარ დავაფიქსირო ჩვენი ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი, ეკონომიკის გაძლიერებისა და ენერგეტიკული მდგრადობისადმი, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლისადმი, უსაფრთხოებისადმი, რათა ეს და სხვა სფეროები ასახულიყო კონცეფციაში, რომელიც სომხეთსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ დიალოგს სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანდა", - აღნიშნულია წერილში.

„სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ის როლს მშვიდობის დამყარებაში რეგიონში და დიდად აფასებს ამერიკის მხარდაჭერას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების ურღვეობის საქმეში", - აღნიშნავს ფაშინიანი.

როგორც სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მრავალწახნაგოვანი და მჭიდრო კავშირები ამერიკასთან, ბოლო წლებში დაფიქსირებული განსაკუთრებული ზრდა და თანამშრომლობის განვითარება ხაზს უსვამს სომხეთ-აშშ-ის მყარ პარტნიორობას, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზეა დამყარებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×