რეზონანსი
30.07.2026

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა კამათით და ხმაურით მიმდინარეობდა. პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამტკიცებს, რომ ეს მათთვის ჩვეულებრივი პროცესია.

პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია "ნაცმოძრაობის" ბოლო თავმჯდომარე. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს თინა ბოკუჩავას პროტესტს არ უკავშირდება და მიზეზი მისი თბილისში არ ყოფნაა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება. პეტრე ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ ბოკუჩავა ყრილობას მაინც დაესწრება.

"ცხარე დისკუსია და კამათი ჩვენს პოლიტსაბჭოს სხდომებზე მუდმივად არის. ყრილობის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 5 აგვისტო, თინა არ გახლავთ ქალაქში. ყრილობა შესაბამისად იმართება იმ დროს, როდესაც თინა ქალაქში იქნება. ჩვენ ასე ვერ დავუმიზნებთ ყველას ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა/არ ყოფნას. იმედი გვაქვს, რომ 5 აგვისტოს ის შემოგვიერთდება. წინამოსამზადებელ პოლიტსაბჭოზე რომ ვერ დაესწრო, სამწუხაროა, მაგრამ თვითონ გაგცემთ პასუხს. ვისაც აირჩევს თავმჯდომარედ ყრილობა, ან უფრო ფართო არჩევნებით, ის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას "დაერქმევა" თავმჯდომარე," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

ამ პროცესში ცნობილია სააკაშვილის პოზიციაც, მისი რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც "ნაციონალებს" შიდაპარტიულ რევოლუციას ჰპირდება. თინა ბოკუჩავამ კი ღიად და არაერთხელ დააფიქსირა რომ პატიმარ პრეზიდენტზე გაბრაზებულია. სახელისუფლებო გუნდისთვის "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები არასერიოზულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×