რეზონანსი
31.07.2026

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ახლად დანიშნულ შემსრულებელს, ემი დიაზს საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×