რეზონანსი
29.07.2026

რუსეთში Telegram-ის დამფუძნებელს დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს -  პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური კაცს „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში" ადანაშაულებს.

ფედერალური სამსახურის ინფორმაციით,  ადმინისტრაციამ უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“ ვერ შეძლო.

პაველ დუროვი რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იყო. მასთან ფოტოები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვაკო თურნავამ გამოაქვეყნა.

დუროვს კომენარი არ გაუკეთებია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×