რეზონანსი
28.07.2026

ამერიკაში, ვისკონსინის შტატს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. განადგურებულია და დაზიანებულია საცხოვრებელი და კომერციული შენობები, მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები და ელექტრო გადამცემი ხაზები.

სტიქიის შედეგად, ვისკონსინისა და მეზობელი ილინოისის შტატებში ელექტროენერგიის გარეშე 400 ათასზე მეტი აბონენტი დარჩა.

დაზარალებულ რაიონებში საგანგებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ამასთან, მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა რამდენიმე საათში ოჰაიოსა და კენტუკის შტატებს მიაღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×