რეზონანსი
28.07.2026

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით,  ბიძა (დეიდის ქმარი) დააკავეს. შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა. 

როგორც ტვ პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა კაცმა იძალადა. 

ბრალდებული სამართალდამცავებმა გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას 14 წლის გოგოს დედამ მიმართა. 

დაკავებულს ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენეს. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს. 

გამოძიება გაუპატიურების მუხლით არის დაწყებული. 

წყარო: ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×