რეზონანსი
29.07.2026

“სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო.

დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიისა და საზოგადოების ნაწილად. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლებს იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობდა, მასთან ერთად სწავლობდა და ურთიერთობდა.

ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც მისი დაკარგვა სტკივა.

უფალმა დაუმკვიდროს დავით კიკვაძეს სასუფეველი, ხოლო მის ოჯახსა და ახლობლებს მისცეს გამძლეობა.” – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

21 წლის დავით კიკვაძე სამტრედიაში, რკინის კონსტრუქციის დემონტაჟის დროს დაიღუპა.  შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×