
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანანიძის შეფასებით, ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა აქციების მონაწილეების მიმართ სამართლებრივი და ჰუმანურია.
„პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ სამართლებრივი და ჰუმანურია“, - წერს ცოტნე ანანიძე.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა, მათ შორის აქციებზე დაკავებულმა პირებმა, საპატიმროები გუშინ დატოვეს.