რეზონანსი
28.08.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მთავარ ამოცანად შიდა წარმოების იარაღის მაქსიმალური რაოდენობით უზრუნველყოფა დასახელდა, რათა ქვეყანა რუსული საჰაერო იერიშებისგან ეფექტურად დაიცვან.

„მთავარია, გვქონდეს საკუთარი შეიარაღების მაქსიმალური რაოდენობა უკრაინის რუსული დარტყმებისგან დასაცავად. ძირითადი პრიორიტეტებია რეაქტიული დრონებისგან თავდაცვა და რუსეთის სიღრმეში ჩვენი იერიშების კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შორ მანძილზე დარტყმების მნიშვნელობას, რასაც მან „შორ მანძილზე მოქმედი სანქციები" უწოდა. მისი განცხადებით, უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებისკენ დღეში საშუალოდ 1 000 უპილოტო საფრენი აპარატი გაშვება.

„ამჟამად ჩვენ საშუალოდ 300 ასეთ შორ მანძილზე მოქმედ „სანქციას" ვიყენებთ, თუმცა მაჩვენებელი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს სრულიად კონკრეტული მიზანი და ამ ამოცანას აუცილებლად შევასრულებთ", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×