რეზონანსი
28.08.2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალებას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 მსჯავრდებულიდან 9 აქციების დროს დაკავებულია. დაკავებულთა მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა, მათ შორის აქციებზე დაკავებულმა რამდენიმე ადამიანმა, საპატიმროები გუშინ დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×