
ანა წითლიძე ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს,- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილის თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები „მკვლელ ხელისუფლებაზე“ და „ბოროტების სათავეზე“ საუბრობენ, მინიმუმ უხერხულობის განცდა მაინც უნდა გააჩნდეთ.
„ანა წითლიძე ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან და იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ქვეყანაში სისტემური ძალადობა, ტერორი და რეპრესიული რეჟიმი შექმნა, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება და ძალადობაში ბედავს და ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები „მკვლელ ხელისუფლებაზე“ და „ბოროტების სათავეზე“ საუბრობენ, მინიმუმ უხერხულობის განცდა მაინც უნდა გააჩნდეთ. საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვის წარმომადგენლად გვევლინება წითლიძე და რა მემკვიდრეობას ატარებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის დღეს შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს.
სწორედ ამიტომ არის, რომ ამგვარ იაფფასიან პერფორმანსებსა და პოპულისტურ კამპანიებს საზოგადოებაში არანაირი გამოძახილი არ აქვს. ხალხმა ძალიან კარგად იცის თითოეული პოლიტიკოსის წარმომავლობა, მათი რეალური ბუნება და ის, თუ საიდან მოდის ეს პოლიტიკური ისტერიკა“- წერს სადღობელაშვილი.