
სოციალურ ქსელში 8 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ანასტასია მიქავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.
გოგონას დაახლოებით 1 თვის წინ, საფრანგეთში გულზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ხოლო რეაბილიტაციის პროცესი გოგონამ ვერ გადალახა. იგი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთში.
„საფრანგეთში წასვლის წინ, მაინცდამაინც თამუნამ დამბანოს და დამივარცხნოს თმაო... თითქოს იცოდი, რომ ეს სითბო სამუდამოდ ჩემს ხელებსა და გულში უნდა დარჩენილიყო...“
"მიყვარხარ უსაზღვროდ ანასტასია. შენ სიცოცხლით სავსე ფერია იყავი. როგორ დავიჯეროთ ეს. შენ ანგელოზად წახვედი. პრინცესა ანასტასია. შენ სიცოცხლით სავსე ფერია იყავი. როგორ დავიჯეროთ ეს. შენ ანგელოზად წახვედი. პრინცესა ანასტასია", - წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება გოგონას ცხედრის გადმოსვენება სამშობლოში.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე