რეზონანსი
23.09.2026

რამ­დე­ნი­მე დღის წინ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვამ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის ტყე­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ქალ­ზე მე­უღ­ლე ძა­ლა­დობ­და. თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც ბა­ი­რა­მო­ვამ პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა, მა­მა­კა­ცი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, ქალი კი გა­და­არ­ჩი­ნეს.

რო­გორც სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ავ­რცე­ლებს, სა­სა­მარ­თლომ მო­ძა­ლა­დე კაცი 2 000 ლა­რის გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვარ გა­ვი­გე რომ სა­სა­მარ­თლომ მო­ძა­ლა­დე კაცი 2 000 ლა­რის გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა და ბრა­ლის მუხ­ლი დამ­ძიმ­და.

ამი­ტომ მო­ძა­ლა­დე და მისი ახ­ლობ­ლე­ბი ჯერ ნუ იზე­ი­მე­ბენ!

ჩვენ ვი­ცით შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერთი გი­ნე­ბის ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვის გამო ადა­მი­ანს ცი­ხე­ში უშ­ვე­ბენ. მაგ­რამ როცა საქ­მე ქა­ლის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას, დამ­ცი­რე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა, რა­ტომ უნდა იყოს მიდ­გო­მა ასე­თი მსუ­ბუ­ქი?

ქა­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა და ღირ­სე­ბა "მსუ­ბუ­ქი" სა­კი­თხი არ არის. ძა­ლა­დო­ბას შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა მოჰ­ყვეს.

მო­სა­მარ­თლე და­ი­ცავს ქალს მო­ძა­ლა­დის­გან, თუ ის კვლავ იმა­ვეს ჩა­დე­ნას მო­ინ­დო­მებს?" - წერს ბა­ი­რა­მო­ვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×