რეზონანსი
29.06.2024

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებდით, მერვედ ფინალში ვთამაშობთ და ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენ ადვილად დასამარცხებელი ნაკრები არ ვართ, - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, დავით სირაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„ხვალ კარგი თამაშის მოლოდინი გვაქვს. გვჯერა, რომ ჩვენი ბიჭები წარმატებას მიაღწევენ და კიდევ ერთხელ გაგვახარებენ", - აღნიშნა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

დავით სირაძის თქმით, გიორგი მამარდაშვილმა კარგად იცის ესპანეთის ფეხბურთელებს რა შესაძლებლობები აქვთ და ეს მას ხვალინდელ თამაშში დაეხმარება.

„ყველამ ვიცით ესპანელებს რაც შეუძლიათ, მაგრამ ვფიქრობ, გიორგი მამარდაშვილი ისევ ისე იდგება, როგორც აქამდე და ხვალ ჩვენს კარს მშრალად შეინახავს", - აღნიშნა დავით სირაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები" ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×