რეზონანსი
19.06.2024

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, დეპუტატის ლევან კობიაშვილის განცხადებით, უცნაური გრძნობა აქვს, რადგან, ერთი მხრივ, საამაყოა საქართველოს ნაკრების ასეთი ღირებული თამაში და მეორეს მხრივ, გულდასაწყვეტია ის შედეგი, რომელიც დადგა.

როგორც კობიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ის ამაყობს საქართველოს ნაკრებით, მისი თითოეული წევრით, გულშემატკივრებით და ქვეყნით.

"დადებითი განწყობა არის თითოეულ მათგანში, ვინც ჩვენი ნაკრების ღირსებული თამაში იხილა და ნამდვილად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ეს თამაში მართლაც საუკეთესო თამაში იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიხარია, ძალიან დიდი პოზიტივია ეს ყველაფერი. თუმცა, რაღაცნაირად უცნაური გრძნობა გვაქვს - ერთი მხრივ, გვეამაყება და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველი ვინც ჩვენს გუნდ გულშემატკივრობდა ამაყი იყო ამ ყველაფრით, თუმცა, მეორე მხრივ, გული გვწყდება, რადგან დაფიქსირებული შედეგი დასანანი იყო და სამწუხაროდ, არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც მოედანზე ხდებოდა და ეს იყო გულდასაწყვეტი. მე ვამაყობ ამ გუნდით, ამ ბიჭებით, თითოეული გულშემატკივრით და ჩვენი ქვეყნით. ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის დროშა პირველად აღიმართა ევროპის ჩემპიონატზე, ეს ნამდვილად საოცარი გრძნობაა და მეამაყება, რომ ვარ ამ გუნდის წევრი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×