ელზა პაპოშვილი
29.06.2024

დუშეთის ბაზარშიუკმაყოფილო მყიდველსა და გამყიდველს შორისმომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. როგორც ადგილობეივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მოკლულია 51 წლისმამაკაცი -ბესო სინჯარაძე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფო შიმიყვანისას გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიით, იგი ჩხუბის დროს დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა და დანა სრულიად შემთხვევით მოხვდა.

მკვლელობაში ბრალდებული კი 24 წლის ათუკაუნდილაშვილია. ტრაგედიის დღეს მას ბაბუამ დაურეკა და დუშეთის ბაზართან მისვლა სთხოვა. უთხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ერთ-ერთ მოვაჭრესთან და დახმარება სჭირდებოდა. ახალგაზდა კაცი ბაზარში მივიდა და კონფლიქტიც ამის შემდეგ გამწვავდა. 

მკვლელობა დუშეთის ბაზარში საღამოს 7 საათზემოხდა.დანაშაულს ბევრი მოწმე ჰყავს. კონფლიქტი თავდაპირველად მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბაბუასა და ბაზარში მოვაჭრე მამაკაცს შორის დაიწყო. მალევე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მათგაშველებას 10-მდე პირი ცდილობდა. ხელჩართული ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ჯიბიდან დანა ამოიღო და გამშველებელს, ბესო სინჯარაძეს გულ-მკერდის არეში დაარტყა. ადგილობრივების თქმით, იმავე დანით მსუბუქად დაიჭრა ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირი.

მკვლელობა უკვე გახსნილია, პოლიციამ 24 წლის ათუკა უნდილაშვილი დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

ბესო სინჯარაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება, დაკავებული ამდროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 24 წლის ათუკა უნდილაშვილს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ამ ბიჭის ბაბუა ყოფილა ბაზარში და რაღაცას ყიდულობდა. მოატყუეს თუ ზედმეტი გამოართვეს, რა მოხდა ზუსტად არ ვიცით. ამ კაცს დაურეკია 24 წლის შვილიშვილისთვის და უთქვამს - მიშველე, მცემენო. ხელით შეეხნენო ამ კაცს - ასე ამბობენ. 

„მოვიდა ეს ახალგაზრდა ბიჭი და ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ამბობენ, რომ ჩხუბში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ეს მოკლული არაფერ შუაში არ იყო საერთოდ. უბრალოდ ამ მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა. ამბობენ, რომ ამ ბიჭს ამოუღია დანა და ამ ჩხუბსა და ძიძგილაობაში გულკერდის არეში მოხვდა. კიდევ არის ერთი პირი დაჭრილიო. 

„ეს ბიჭი მგონი აქვე ბაზარში დააკავეს. სრულიად უდანაშაულო კაცი არაფრის გამო მოკლეს. პოლიცია მთელი ღამე საგამოძიებო სამუშაოებს ატარებდა. უმძიმესი სიტუაციაა. ძალიან გულდაწყვეტილები და დათრგუნულები ვართ, რომ  უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა მოხდა“,-ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×