რეზონანსი
26.06.2024

ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, ეს პროცესი მათ ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს, „ნაცმოძრაობის" ზნე უცვლელია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების მორიგ პოლიტიკურ განაჩენს ოქტომბერში უნდა დაელოდონ.

„სახეები ერთია, „ნაცმოძრაობის" ზნე უცვლელია, მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა. შესაბამისად, ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს. მათ განაჩენი საზოგადოებამ არაერთხელ გამოუტანა, შემდეგ პოლიტიკურ განაჩენს ოქტომბერში დაელოდონ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×