რეზონანსი
20.05.2024

20 მა­ისს, დი­ლით, ზუგ­დი­დი-მეს­ტი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე, სო­ფელ ეცე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ძმე­ბი ლერი და რო­ლანდ პა­კე­ლი­ა­ნე­ბი ის­ხდნენ, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და. ძმე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რა გახ­და ავ­ტო­ა­ვა­რი­ის მი­ზე­ზი, ეს გა­მო­ძი­ე­ბით გა­ირ­კვე­ვა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმე­ბი პა­კე­ლი­ა­ნე­ბი ეცე­რის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. ახლა სო­ფე­ლი გლო­ვობს სი­ცო­ცხლით სავ­სე ბი­ჭებს.

"ლერი და რო­ლან­დი იყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში, ორი­ვე ად­გილ­ზეა და­ღუ­პუ­ლი. ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი დღეს დი­ლით მოხ­და. ახლა მათ სახ­ლში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეკ­რე­ბი­ლი და ლა­მის არის გული გა­მის­კდეს, ისე გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ძნე­ლია ასეთ დროს რა­ი­მე სა­ნუ­გე­შო უთხრა მისი ოჯა­ხის წევ­რებს. მის გა­ნად­გუ­რე­ბულ მშობ­ლებს, რომ­ლებ­მაც ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და­ა­ტყდათ თავს.

ძმე­ბი ეცერ­ში ცხოვ­რობ­დნენ, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ­ცერ­თი არ ყო­ფი­ლა. ლერი უფ­რო­სია, 41 წლის იქ­ნე­ბო­და, ხოლო რო­ლან­დი 35 წლის იყო. რა­ტომ მოხ­და ეს ავა­რია, არ ვიცი. თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნით იყ­ვნენ ბი­ჭე­ბი და ავა­რია სო­ფელ დი­ზის მახ­ლობ­ლად არის მომ­ხდა­რი. მდი­ნა­რე­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლა მან­ქა­ნა, მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში, ნა­პირ­თან მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, ად­გილ­ზე იყ­ვნენ და­ღუ­პუ­ლე­ბიო.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ორ­თა­ვე, გა­მორ­ჩე­უ­ლი ბი­ჭე­ბი. მომ­ხდა­რით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. 4 ძმა გა­ი­ზარ­და ამ ოჯახ­ში, ორი ძმა ჰყავთ კი­დევ ბი­ჭებს. უკვე მო­ას­ვე­ნეს შინ ბი­ჭე­ბი, ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ტრა­გე­დია", - ამ­ბობს "ამბებთან" სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

შსს-მ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს..

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×