რეზონანსი
20.06.2024

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა. ის რუსულ გაზსაც ეხება, რომლის ყიდვასაც EU-ს რამდენიმე წევრი ქვეყანა უკრაინაში ომის მიუხედავად, აგრძელებს.

გადაწყვეტილება ევროკავშირში დღეს მიიღეს.

სანქციების ამ პაკეტის დამტკიცება რამდენიმე კვირაა ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს გამო იწელებოდა, მათ შორის იყო უნგრეთი, რომელიც ენერგეტიკულ სექტორში ნებისმიერი სანქციის დაბლოკვით იმუქრებოდა.

სანქციები რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის სრულ შეზღუდვას არ გულისხმობს. ევროკავშირში არსებულ კომპანიებს მისი შეძენის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მისი მესამე ქვეყნებში გადაზიდვა აიკრძალება.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, გერმანიამ სანქციების ზემოქმედების შეფასება მოითხოვა, რის გამოც, გადაწყვეტილება ძალაში შესაძლოა მოგვიანებით შევიდეს.

Reuters წერს, რომ გადაზიდვების აკრძალვა პირველი შეზღუდვაა, რომელიც ბლოკმა გამოიყენა, თუმცა გაზის ბაზრის ექსპერტების თქმით, გადაწყვეტილებას მცირე გავლენა ექნება, რადგან ევროპა ამ დრომდე თავადვე ყიდულობს რუსულ გაზს და ევროკავშირის პორტების გავლით აზიაში გადაზიდვები რუსული გაზის ექსპორტის მხოლოდ 10%-ია.

ევროკავშირის ქვეყნები სანქციების ამ პაკეტს ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ.

სავარაუდოა, რომ ახალ პაკეტს ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში, 27-28 ივნისს დაამტკიცებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×