რეზონანსი
22.06.2024

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დღეს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ცოტა ხნის წინ ვილი სა­ნი­ოლ­მა ნაკ­რე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კვირ­კვე­ლია, კა­შია, დვა­ლი, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, წი­ტა­იშ­ვი­ლი, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე.

ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი უკვე მო­ე­დან­ზე არი­ან. უახ­ლო­ეს ფო­ტო­ებს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დი ავ­რცე­ლებს:

მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა თქვა, რომ წინა მატ­ჩი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი აღარ უნდა გა­ი­მე­ო­რონ.

"მთა­ვა­რია, ჩვენ რო­გორ ვი­თა­მა­შებთ. დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი არ უნდა გა­ვი­მე­ო­როთ. მე­ტო­ქის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვი­ცით, მისი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. ჩვე­ნი პრობ­ლე­მა არა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, არა­მედ ჩვე­ნი­ვე დის­ციპ­ლი­ნით თა­მა­შია. თუ ჩვენს მებ­რძოლ ხა­სი­ათს გა­მო­ვავ­ლენთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.

ხან­და­ხან ახა­ლი ენერ­გი­ი­სათ­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. და­ზუს­ტე­ბით ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა.

მა­მარ­დაშ­ვი­ლის მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში ჩას­ვლა? დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და 1:2 წა­ვა­გებ­დით თუ 1:3-ს. შე­იძ­ლე­ბო­და გოლი გაგ­ვე­ტა­ნა. რის­კი არ­სე­ბობ­და და მე­კა­რეს ამის უფ­ლე­ბა ჰქონ­და".

EURO 2024-ის მატ­ჩე­ბის ღია ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს აჩ­ვე­ნე­ბენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×