რეზონანსი
04.07.2024

"ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილმა თქმით, რადიკალები იმ დადებითი შედეგების დამახინჯებასაც ცდილობენ, რომელსაც საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწიეს.

"მახსოვს, FIFA-ს დაფინანსებული ერთი და იგივე ბაზა სამჯერ გახსნა სააკაშვილმა. ცალკე თემაა, რა აქვთ ამ მხრივ გაკეთებული - როგორი დამცირებული ჰყავდათ ფეხბურთელები ნაცმოძრაობის დროს, რა მდგომარეობა იყო ფეხბურთში და ა.შ. ამიტომ, ყველას თავისი როლი აქვს და ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს - "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისი დადებითი როლი შეასრულა ამ პროცესში და იგივე ხვალაც უნდა გააგრძელოს.

ფეხბურთელებთან დახვედრაზე რომ ქილიკობდნენ, წარმოიდგინეთ, ხელისუფლებას ეს რომ არ დაეორგანიზებინა, რას იტყოდნენ. რადიკალები ამ დადებითი პროცესის დამახინჯებასაც ცდილობენ. როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიცი ნაკრების წევრების მდგომარეობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არავინ, მათ შორის ბუდუ ზივზივაძე არ დაზიანდეს რადიკალების ქმედებებისგან. როგორც ნიკა კვეკვესკირმა თქვა, ერთმანეთს ამხნევებენ და მათ შორის განხეთქილების ჩამომგდებ აზრს არ უშვებენ, მაგრამ რადიკალების მხრიდან ამის მცდელობა რომ არის, ხომ ფაქტია?" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×