რეზონანსი
04.07.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი 2013 წელს, კრიშტიანუ რონალდუსთან, "დინამოს" აკადემიის გახსნაზე გადაღებულ ფოტოს იხსენებს.

ფეხბურთელი ამბობს, რომ რონალდუ თითქმის ყველას კუმირი იყო და მასთან თამაში დიდი მოტივაციაა.

"რონალდუ თითქმის ყველას კუმირია და მასთან თამაში ისეთი მოტივაციაა... შენს საყვარელ ადამიანთან თამაშობ და, მითუმეტეს, რომ გააჩერებ და ასე ეთამაშები, როგორც ბიჭებმა ითამაშეს, ვფიქრობ ყველას გაჰყვება სამომავლოდ ეს გრძნობა და დარჩება ისტორიაში.

ალბათ, 11-12 წლის ვიყავი მაშინ. დაახლოებით ის წელი იყო, როცა "დინამოში" დავიწყე თამაში. კი, უნდა გაგვეკეთებინა Before-After-ი, მაგრამ ისეთი გაბრაზებული იყო, არა მგონია, ფოტოს გადაღების სურვილი ჰქონოდა," - განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×