რეზონანსი
22.06.2024

როგორც ინსტიტუტი, საპენსიო ფონდი, საპენსიო სააგენტო ნამდვილად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვთვლით, რომ არის შემდეგი ეტაპი რეფორმის განვითარების, სადაც მთავრობის ასეთი აქტიური და მე ვიტყოდი, ყოველდღიური ჩართულობა საჭირო აღარ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებებზე საუბრისას „ქრონიკაში" განაცხადა.

„აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც რეფორმა იწყებოდა, ჩვენ დავიწყეთ ის აბსოლუტურად ნულიდან. იყო გამოცდილების ნაკლებობა, იყო ცოდნის ნაკლებობა, იყო ნდობის ნაკლებობა მოქალაქეების და მოსახლეობის მხრიდან ამ რეფორმის მიმართ. ამიტომ, თავის დროზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ იმ ინსტიტუციური მშენებლობისთვის, რაც დაკავშირებული იყო ძალიან რთული და ძალიან კომპლექსური სისტემის შექმნისთვის, ამაში მეტად ყოფილიყო თავის დროზე, პირველ ეტაპზე, საქართველოს მთავრობა ჩართული.

თუმცა, ამავე დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ გამიჯნული ყოფილიყო საინვესტიციო გადაწყვეტილებები მთავრობის ჩარევისგან. ამიტომ, მოგვიწია ორი მმართველობითი რგოლის გაკეთება. ეს არის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მინისტრებით არის დაკომპლექტებული და ეს არის საინვესტიციო საბჭო, კონკურსის საფუძველზე შერჩეული დარგის პროფესიონალები. ფაქტობრივად, მივიღეთ ჰიბრიდული მოდელი, რომელიც ნამდვილად არ არის ფართოდ გავრცელებული დასავლურ ქვეყნებში და განვითარებულ ბაზრებზე, თუმცა, ამან თავისი პოზიტიური შედეგი მოიტანა. როგორც ინსტიტუტი, საპენსიო ფონდი, საპენსიო სააგენტო ნამდვილად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვთვლით, რომ არის შემდეგი ეტაპი რეფორმის განვითარების, სადაც მთავრობის ასეთი აქტიური და მე ვიტყოდი, ყოველდღიური ჩართულობა საჭირო აღარ არის. შესაბამისად, მინისტრები გამოდიან მმართველობიდან, ორი ბორდის გაერთიანება ხდება. ის დაკომპლექტდება კონკურსის საფუძველზე მხოლოდ დარგის პროფესიონალებით და ისინი ჩაიბარებენ, ასე ვთქვათ, ამ საპენსიო ფონდის, საპენსიო სქემის მართვას მომავალში", - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×