რეზონანსი
06.06.2024

საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის“ აკადემიის წევრი 8 წლის მოზარდი მოულოდნელად ცუდად გახდა და დაიღუპა. გარდაცვლილი შოთიკო ჭელიძეა.

როგორც ახლობლები ამბობენ, ბავშვმა მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ შეუძლოდ იყო. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.

სამწუხარო ინფორმაციას FC Kutaisi-ც გამოეხმაურა.

„შოთიკო, მაგარო ბიჭო, ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები.

კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×