რეზონანსი
08.06.2024

10 ივნისის მაუწყებლობას იწყებს  ტელეკომპანია  TV 24.  არხის ძირითადი მიმართულება ახალი ამბების ფორმატი იქნება, რომელსაც მაყურებლისთვის  ნაცნობი სახეები გაუძღვებიან.

მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია წაიყვანენ. დღის სხვა მონაკვეთში კი მაყურებლებს ახალი ამბებს დავით დვალიშვილი და გიორგი ცხვიტავა მიაწვდიან.

დავით დვალიშვილი 2019-2020 წლებში "კურიერის" წამყვანი იყო, გიორგი ცხვიტავა კი ტელეკომპანია მე-9 არხის.

TV 24 პირველად 2016 წელს შეიქმნა, თუმცა სხვა მიმართულების და ფორმატის მაუწყებლობას ჰქონდა. რეორგანიზაციის შემდეგ კი არხი უკვე საერთო მაუწყებლის ლიცენზიით გადის ეთერში.

multimedia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×