ნატალია ჯვარიძე
09.06.2024

რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევაა, როცა უკრაინულმა საბრძოლო დრონმა კავკასიამდე მიაღწია. რუსული მხარის ინფორმაციით, მათი სამიზნე ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ მოზდოკში მდებარე სამხედრო არეოდრომი იყო. ამან გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია ჩრდილო კავკასიაშიც და ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

აღსანიშნავია, რომ მოზდიკიდან ფრონტის ხაზამდე დაახლოებით 1000 კილომეტრია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელებმა უკვე მნიშნელოვნად გაზარდეს თავისი დრომების მოქმედების რადიუსი და ეფექტურობა.

„უკრაინას უკვე შეუძლია კავკასიამდე კი არა ციმბირამდეც მივიდეს და ეს მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. მათ სოხუმის აეროდრომზე თავდასხაც თავისუფლად შეუძლიათ“, - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“. 

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, იმ შემთხვევაში თუ რუსები სოხუმის აეროდრომს უკრაინის დასაბომბად გამოიყენებენ, უკრაინა ამ ტერიტორიასაც დაარტყამს. თუმცა,  ნაკლებად სავარაუდოა ოჩამჩირის საზღვაო ბაზაზე განახორციელონ თავდასხმა. 

„ოჩამჩირის პორტზე ვერ გეტყვით, ის უკვე მცირე ზომის საზღვაო ბაზაა და უკრაინის ომში დღევანდელ ოჩამჩირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - განუცხადა კაპანაძემ „რეზონანსს“.

მორიგი მასშტაბური დრონების შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე 8 ივლისს დილით მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა სულ 27 დრონი ჩამოაგდეს. მათგან სამი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ მოზდოკთან.

„წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინამ გამოუშვა, რომლის მიზანი სამხედრო აეროდრომი იყო. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა“, - წერს რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო „ტელეგრამზე“.

რუსული მხარის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის გარდა, უკრაინული დრონები ჩამოაგდეს კრასნოდარის, ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, როსტოვისა და ტულის ოლქების ტერიტორიაზე. ყირიმის თავზე დრონების გარდა, რუსეთის ძალებმა ნახევარკუნძულთან მიახლოებისას ორი უპილოტო ნავიც გაანადგურეს.

ვე გავრცელდა გარდა ამისა, შაბათსვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა დრონებმა დაღესტნამდეც მიაღწიეს. „ტელეგრამზე“ გაჩნდა შესაბამისი ვიდეოკადრები, რომელიც, ავტორთა მტკიცებით, მახაჩყალაშია გადაღებული და სადაც ცაში დრონების ჯგუფი ჩანს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, დაღესტნის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 უკრაინული დრონი შენიშნეს.

რუსული მხარე ამას უარყოფს. მეტიც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მიმართვაც გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ:

„გახსოვდეთ, რომ ყალბი და პროვოკაციული ინფორმაცია მოწინააღმდეგის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ენდეთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, რომელსაც უფლებამოსილი ორგანოები ავრცელებენ“.

ჩრდილო კავკასიაში უკრაინული დრონების პირველ გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. რეგიონის მცხოვრებლები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში შეშფოთებით წერენ, რომ ამიერიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა შესაძლოა ნებისმიერ წამს საჰაერო თავდასხმის ობიექტი გახეს. განსაკუთრებით კი რუსული სმხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში და სოხუმის აეროპორტი, რომელზეც ამჟამად მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ორმაგი - სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების იქნება. აეროპორტის მწყობრში შესვლა და პირველი ავიარეისების განხორციელება წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

გენერალ ვახტანგ კაპანაძის თქმით, უკრაინის ასეთი გააქტიურება დასავლურმა დახმარებამ გამოიწვია. გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინელები ომის პარალელურად მუდმივად ხვეწენ და აუმჯობესებენ თავის შეიარაღებას და ამის შედეგიც სახეზეა.

„უკრაინელები ამაზე მუშაობდნენ და თავიანთ შესაძლებლობებს აუმჯობესებდნენ. მოზდოკი მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომია და რუსების მიერ აქტიურად გამოიყენებოდა. აფხაზეთს რაც შეეხება, უკრაინელები სოხუმის აეროპორტს არ დაარტყამენ იმ შემთხვევამდე, სანამ რუსები უკრაინის დასაბომბად მის გამოყენებას არ დაიწყებენ. ეს ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა, თუ რუსებმა მოქმედება დაიწყეს, რა თქმა უნდა, მოხდება. ოჩამჩირის პორტზე ვერ გეტყვით. ის უკვე მცირე ზომის საზღვაო ბაზაა და უკრაინის ომში დღევანდელ ოჩამჩირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 

„წარმოიდგინეთ, რომ ახლა უკრაინამ საკმარისი რაოდენობის იარაღი მიიღო. ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინელი სამხედროები იძახიან, რომ ამდენი უცხოური დახმარება ომის დაწყებიდან დღემდე არ უნახავთ. სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ რუსები წინ ვეღარ მიდიან, ვოლჩანსკში არიან გაჩხერილი და უკანაც იხევენ. ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რას ნიშნავს დასავლეთის დახმარება. ახლა საუბარია ფრანგული „მირაჟების“ გადაცემაზე. ასე რომ, უკრაინა საკმაოდ გაძლიერდება“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×