
სამართალდამცავების ინფორმაციით, ფოთში 4 შვილის დედა ქმარმა ჯერ ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა 112-ში დილით დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ქალი ინგა ყალიჩავაა. ხოლო მამაკაცი, რომელსაც ბრალად საზარელი დანაშაული ედება, მისი მეუღლე აფხაზეთიდან დევნილი ზაზა კარბაია, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
47 წლის გარდაცვლილი ქალი ფოთში აკაკის ქუჩაზე ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა.
შსს-ს ცნობით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა ცხელ კვალზე დააკავეს, სასჯელი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გუშინ შემხვდა ის კაცი, ახალგაზრდა კაცია. აზრზე არ ვარ რა დაემართათ. წაიყვანეს მაშინვე. ვინ არ იყო სახლთან... ახალი მცხოვრებები არიან. გოგო გაუთხოვდათ ახლა და ქორწილი უნდა ჰქონოდათ. დიდი შვილები ჰყავთ. ერთი გათხოვილია, მეორე უცხოეთში ჰყავთო.
ძალიან კარგი კაცი იყო, მშვენიერი, მუშა, არ ვიცი რა მოუვიდათ. ძალიან კარგი ოჯახი იყო, ხმა არ გაგვიგონია მაგ ოჯახიდან" - აცხადებენ გარდაცვლილი ქალის მეზობლები.