
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, კერძოდ კი შენობის მოპირდაპირე მხარეს, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილენი. აქციაზე მივიდნენ მამა და მამიდაც მივიდნენ.
აქციის მონაწილეების ნაწილმა მამიდას ჰკითხეს, თუ სად იყვნენ ამდენ ხანს და რატომ არ ინტერესდებოდნენ მოზარდის მოძებნით.
"არ ვიცი მამიდამ რა იცის, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, მამიდა იყო ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც გურიკას თაობაზე ავრცელებდა არასასურველ ინფორმაციებს. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? სად იყავით 12 წელი - ეს ვკითხე ზუსტად და პასუხი იყო ასეთი, რომ რატომ ვლაპარაკობ საერთოდ" - აცხადებს "ტვ პირველთან" აქციის მოულოდნელ ვიზიტს გამოეხმაურა სოფო ბიბილაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეც.
"ისინი ამ თვეების განმავლობაში ჩემთან კომუნიკაციაზე არ გამოდიოდნენ, არ მესაუბრებოდნენ. უფრო მეტიც, როცა განვაცხადე, რომ მამიდის ნახვის სურვილი მქონდა, მან ჩემთან შეხვედრა და საუბარი არ ისურვა. დღეს კი, სრულიად მოულოდნელი იყო მათი დანახვა, ისინი შემოუერთდნენ აქციას, თუმცა, მათთან კომუნიკაცია, საუბარი არ მქონია. მზაობას ვაცხადებ, რომ შევხვდები, როგორც მათ, ასევე სხვა პირებს, რომლებიც აქამდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, მათ რომლებიც აქამდე თავს მარიდებდნენ.
არაერთი ადამიანი არათუ სიმართლის დადგენით არამედ სიმართლის დადგენის მცდელობის გამო ჩემი კრიტიკით იყო დაკავებული, რამდენიმე მათგანისგან ჩემს მიმართ შეცვლილი პოზიცია ვნახე. კარგი იქნება, თუკი, ყველანი, ხელის შეშლის ნაცვლად, დაიწყებენ თანამშრომლობას. მე ამ საქმეში მხოლოდ კეთილი მიზნებით ვარ ჩართული, რომ გამწარებულ დედას და საზოგადოებას, რომელიც ამ საქმითაა დაინტერესებული, დავეხმარო“, - აცხადებს კაკაბაძე.