რეზონანსი
24.10.2026

არ გეთანხმებით, რომ უკრაინაში აიკრძალა პრორუსული პარტიები, სინამდვილეში ეს არის არასწორი ხედვა იმისა, თუ რა არის სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენლის ლევან ნიშნიანიძის კითხვაზე პასუხად.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში პარტიები აიკრძალნენ არა პრორუსულობისთვის, არამედ ანტიუკრაონულობისთვის.

„ანტიქართულობისთვის შეიძლება აიკრძალოს პარტია. არც პრორუსულობაა ანტიკონსტიტუციური, არც პროამერიკულობა, „ანტი“ - როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ არის ის, არის ანტიკონსტიტუციური. თუ რამე „პრო“ არის, არის ქართული და არსებობს ანტიქართული. თუ პარტია თავისი არსით ანტიქართულია, მაშინ მას პროევროპულობა არ შველის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×