
დააკავეს კაცი, რომელიც რუსთავის ხიდზე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო 24 ნოემბერს იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდა ქლსს, რომელიც გაჩერებული ავტომობილის საბარგულიდან გამსკდარი საბურავის შესაკეთებლად ხელსაწყოს იღებდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
გოგო თავდაპირველად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისის "ნიუ ჰოსპიტალში".
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" უთხრეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა.
ინფო რუსთავი