რეზონანსი
17.06.2024

ზუგდიდში პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეები ნიკა მელია და ნიკა გვარამია პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო სტრატეგიაზე იმსჯელეს. პარტიის წევრებმა განიხილეს ადგილობრივების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

"ზუგდიდში პარტია ახალი აყალიბებს ძალიან ძლიერ, კომპეტენტურ, ბრძოლისუნარიან, წესიერი ადამიანებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის, გამარჯვებისთვის არა ოპოზიციაში ვიყოთ პირველები, ეს არ არის ჩვენი ამოცანა, არამედ ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი უნდა იყოს გამარჯვებული. წილი ზუგდიდიდან დიდ საერთო ყულაბაში ოპოზიციური ხმების მონაგარის თვალსაზრისით, იქნება უმნიშვნელოვანესი",  - თქვა პარტიის თანათავმჯდომარე, ნიკა მელიამ.

პარტია შეხვედრებს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში გააგრძელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×