ისტორიული წყაროების მიხედვით მეფე მირიანის ვაჟი ბაქარი კონსტანტინე დიდის კარზე იმყოფებოდა, მასპინძლებმა ქართველი უფლისწული ბიზანტიიდან სამშობლოში დიდი პატივით გამოისტუმრეს და ბევრი საჩუქარიც გამოატანეს. მათ შორის იყო ლუკა მახარობლის მოხატული ხატი. ტახტზე ასვლის შემდეგ ბაქარმა წილკნის ეკლესია ააგო, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება, ბიზანტიიდან ჩამოტანილი ხატი კი ტაძარში დააბრძანა. წილკნის ღვთისმშობლის ხატი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ხატია, რომელიც ლუკა მახარობელმა მაცხოვრის აკვანის ფიცარზე შეასრულა. ეს ხატი პირველია საქართველოში, სადაც გამოსახულია ღვთისმშობლის ნახევარფიგურა, მის ორივე მხარეს წმინდა მიქაელი და გაბრიელ მთავარანგელოზია გამოსახული. ხატი მოჭედილია ფირფიტებით და მასზე გამოსახულია წმინდა გიორგი. ხატი შემკულია ოთხი ბიზანტიური მედალიონით. წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, საკვირველი ძალითა და მადლის წყალობით ეკლესიის მთავარი სიწმინდე იყო და მრავალ სასწაულს ახდენდა. უძველესი ხატი გასული საუკუნის 30-იან წლებამდე წილკნის ეკლესიაში იყო დავანებული, დღეს კი საქართველოს ხელოვნების ოქროს ფონდშია დაცული.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|