რეზონანსი
04.07.2024

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა. ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტები, ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ.

დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუს" ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ექიმების თქმით, პაციენტს ამ დროისთვის, სამედიცინო კვლევები უტარდება.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×