რეზონანსი
30.06.2024

გერმანია ყოყმანობს უკრაინის შეიარაღების მხარდაჭერის საკითხში. ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

რასმუსენის აზრით, გერმანიაში ზედმეტად ყოყმანობდნენ, როდესაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეხებოდა საქმე.

„ჩვენ ყველას გვახსოვს რამდენიმეთვიანი დისკუსიები „ლეოპარდის" ტიპის ტანკების შესახებ. ახლა კანცლერი უარს ამბობს „ტაურუსის" რაკეტების მიწოდებაზე. მე ნამდვილად არ მესმის, რატომ. ეს ყოყმანი პუტინს მხოლოდ დამატებით სტიმულს აძლევს ომის გასაგრძელებლად", - აღნიშნა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ყოყმანი შოლცს არა მშვიდობის, არამედ მარადიული ომის კანცლერად აქცევს.

როგორც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს კანცლერს, რაც შეიძლება მალე მოხსნან ყველა შეზღუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×