რეზონანსი
30.06.2024

ჩვენ უკვე ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდი წარმატებას მივაღწიეთ, - ამის შესახებ სპორტულმა ჟურნალისტმა დიმიტრი ობოლაძემ „ქრონიკასთან" განაცხადა.

ობოლაძე არ გამორიცხავს, რომ ესპანეთის ნაკრებს ჩვენმა გუნდმა „პრობლემები შეუქმნას", იმ შემთხვევაში თუ ნაკრები ისევ დისციპლინირებულად ითამაშებს.

„სანიოლს ვეთანხმები, რომ თქვა ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართო. დღეს დასაკარგი არაფერია. ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც ტურნირის დაწყების წინ არ მიიჩნევდნენ განსაკუთრებულ ფავორიტად პირველივე ტურის მერე ყველას დაანახა, რომ ეს ასე არაა. ახალგაზრდული გუნდია, არაა გამორიცხული, რომ რაღაც პრობლემები შევუქმნათ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისევ დისციპლინირებულად ვითამაშებთ. რაც შეეხება ჩვენს შეტევას და ა.შ. ვთვლი, რომ ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა ევროპის ჩემპიონატზე", - აცხადებს ობოლაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×