რეზონანსი
18.05.2024

16 მა­ისს გარ­და­ბან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ძმამ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დას ჯერ მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი 4-ჯერ და­არ­ტყა დანა.

ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 30 წლამ­დე შახ­ლა ის­მა­ი­ლო­ვა იყო. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ყ­ვე­ბა, ახალ­გაზ­რდა ქალს ქმა­რი და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი დას პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას უზღუ­დავ­და, ასე­ვე დის მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის ფაქტს ოჯა­ხის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად მი­იჩ­ნევ­და.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა:

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი დას პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას უზღუ­დავ­და, ასე­ვე დის მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის ფაქტს ოჯა­ხის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად მი­იჩ­ნევ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო 16 მა­ისს ბრალ­დე­ბულ­მა, გარ­და­ბან­ში, დას ჯერ ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ა­ჯა­ხა, შემ­დეგ კი და­ნით სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში, მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის „თ", „კ" და „მ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა გენ­დე­რის ნიშ­ნით, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ)წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 -დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რას ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი?

„საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხიც ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან წა­ვი­და. ძმა დას ეძებ­და, იმუქ­რე­ბო­და, სა­დაც ვნა­ხავ, იქ მოვ­კლა­ვო. ისი­ნიც ერი­დე­ბოდ­ნენ, ძმა გო­გო­ნას დღეს გა­და­ე­ყა­რა ქუ­ჩა­ში, ჯერ მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა, მერე წაქ­ცე­ულს 4-ჯერ ჩა­არ­ტყა დანა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... ახლა ერთი პრობ­ლე­მაა: გო­გო­ნას ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, ბი­უ­რო­ში უთხრეს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ არა­ვის მიჰ­ყავს - არც გო­გოს ქმრის ოჯახს მიჰ­ყავს და არც მშობ­ლე­ბის ოჯახს. გო­გოს მამა იძა­ხის, ჩემი შვი­ლი ცი­ხე­ში მი­დის და სახ­ლში მო­ვას­ვე­ნოო?" - გვიყ­ვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლი.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×