რეზონანსი
30.05.2024

გუ­შინ ქი­ქო­ძის ქუ­ჩის ერთ-ერთი მარ­კე­ტი­დან გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი მო­იც­ვა. კად­რებ­ზე ცოლ-ქმრი­სა და დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის კა­მა­თი იყო აღ­ბეჭ­დი­ლი, ე.წ. "აგენ­ტე­ბის კა­ნონ­თან" და­კავ­ში­რე­ბით.

დე­პუ­ტატ­მა თქვა, რომ ვი­ტა­ლი გუ­გუ­ჩი­ას და მი­რან­და ჯო­ბა­ვას მა­ღა­ზი­ა­ში ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად მი­ვი­და, რად­გან წინა დღეს მათი ხი­ლის დახ­ლი­დან ფორ­თო­ხა­ლი აიღო და მო­ქა­ლა­ქეს ეს­რო­ლა.

"ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად მო­ვი­და ხალ­ხო, თქვე­ნი ფორ­თო­ხა­ლი ვის­რო­ლე და უნდა გა­და­ვი­ხა­დოო რა ფორ­თო­ხა­ლი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვით-მეთ­ქი...რა წა­ვარ­თვიო???- მარ­თლა არ მო­ე­ლო­და ამ პა­სუხს რამ­დე­ნი­მე წუთი ვი­ლა­პა­რა­კეთ, მერე ვი­ტა­მაც მო­მის­წრო და რა­ღაც მო­მენ­ტში, ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბაც მო­მა­ფიქ­რდა...." - და­წე­რა ვი­დე­ოს ავ­ტორ­მა.

ამის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ხალ­ხის ძა­ლის" წევ­რმა ზუ­რაბ ქა­და­გი­ძემ გუ­გუ­ჩი­ას შე­სა­ხებ და­წე­რა, რომ ის მე­გის ქარ­და­ვას "ხელ­დას­მუ­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო ნაც­რე­ჟი­მის დროს".

მი­რან­და ჯო­ბა­ვა ამ­ბობს, რომ გუ­შინ­დე­ლის შემ­დეგ მათი ოჯა­ხის გა­შა­ვე­ბა და­ი­წყეს.

"ერ­თა­დერ­თი რა­მის თქმა მინ­და მოკ­ლედ, რად­გან ისევ და­ი­წყეს ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­შა­ვე­ბა... ვიტა არის უძ­ლი­ე­რე­სი იუ­რის­ტი და ამა­ვე დროს, უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ზნე­ო­ბის და ღირ­სე­ბის მქო­ნე. თუ ვი­ღაც ტყუ­ილს და­წერს შეგ­ნე­ბუ­ლად და "ტრო­ლა­ო­ბის" გამო და ვინ­მე მხარს აუ­ბამს უბ­რა­ლოდ გა­შა­ვე­ბის მიზ­ნით და გა­უვრცე­ლებს ჭორს, - არ გა­ი­ხა­როს თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში არას­დროს! (მარ­ტო წყევ­ლის ეში­ნი­ათ ამ სუ­ლე­ლებს)!

ანდა, თუკი ვი­ტას რა­ი­მე მო­რა­ლუ­რი, ან კა­ნო­ნი­ე­რი გა­დაც­დო­მა ჰქო­ნია მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის და მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, - არ გა­ი­ხა­როს ჩვენ­მა ოჯახ­მა! დიახ, ვი­მე­ო­რებ: თუკი ვინ­მე თუნ­დაც ერთ ტყუ­ილს და­წერს ბო­რო­ტი მიზ­ნით, ამო­უ­წყდეს ოჯა­ხი!!აბა ეგრე!! და კი­დევ, ჩვენს და ქო­ცებს შო­რის ვი­საც ფული, ან რა­ი­მე აუ­ღია ვინ­მეს­გან (მა­გა­ლი­თად, კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რა­ში, მოკ­ვდეს და და­სა­მარ­დეს!!

პ.ს. უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ვცხოვ­რობთ რე­ა­ლუ­რად, იმის გამო, რომ რუს­ქო­ცებს არ გა­ვუ­რიგ­დით არას­დროს!!!!" - წერს ჯო­ბა­ვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×