რეზონანსი
14.05.2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის "ფეისბუქ-პოსტს" ეხმიანება, სადაც ის აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სახლიდან წამოიღონ ყველაფერი, რაც ხმაურობს, მათ შორის, ქვაბები და ტაფები. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ფანს და რუპორს, ჟორჟოლიანს აქვს ჩაბარებული ყველაფერი, სცენის ორგანიზებით დაწყებული, მომიტინგეების მომარაგებით დამთავრებული.

"საერთო-სახალხო აქცია, ცოტა ხმამაღლა ხომ არ არის ნათქვამი, ბატონებო?! სცენაზე ასვლას ერიდებიან და ხალხის სტვენის ეშინიათ, თორემ რომ დააკვირდე, მთლიანად ნაცების მიერ არის ორგანიზებული ყველაფერი, მათ შორის, ლოჯისტიკური და ფინანსური საკითხები. სააკაშვილის ერთ-ერთ ფანს და მისი "ჟურნალისტ"- რუპორ ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს ჩაბარებული ყველაფერი დაწყებული სცენის ორგანიზება-მოწყობით, მომიტინგეების აირწინაღებითა და საკვებით მომარაგებით დამთავრებული. ასე რომ, სადაც "ნაცები" ჩნდებიან იქ მთავრდება ნებისმიერი პროტესტის გულწრფელობა!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

რამდენიმე საათის წინ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა სოცაალურ ქსელში ასეთი მიმართვა გამოაქვეყნა:

"აქცია იწყება 10:00 დან.

სახლიდან იქნებ წამოვიღოთ ყველაფერი, რაც ხმაურობს. ქვაბები და ტაფებიც შეიძლება... საყვირები. მაქსიმალურად უნდა ვიხმაუროთ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×