რეზონანსი
20.06.2024

ხუთი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც კრემლის საამებლად ქართველ ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს. ყოველ 20 ივნისს უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რათა ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს ოკუპანტის საამებლად ქართველი პატრიოტების დასახიჩრება , - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, მომავალ არჩევნებზე მათ შორის აღნიშნული საკითხიც გადაწყდება.

"ხუთი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც კრემლის საამებლად ქართველ ახალგაზრდებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს დასთხარეს თვალები, დაასახიჩრეს და ეს ხდებოდა გამიზნულად საათების მანძილზე. ჩვენ ყოველ 20 ივნისს უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რადგან ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ უნდა გაბედოს ოკუპანტის საამებლად პატრიოტი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასახიჩრება და მათი ცხოვრების გაუბედურება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის მომავალ არჩევნებზე ეს საკითხიც გადაწყდება - გაბედავენ თუ არა მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენას მომავალში ის ხელისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვეყოლება", - დასძინა ირაკლი ფავლენიშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×