რეზონანსი
18.06.2024

თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში, Tbilisi Open Air გაიმართება. თიბისი უკვე მე-15 წელია ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია და მათთან ერთად მსმენელისთვის დაუვიწყარ დღესასწაულსა და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის.

Tbilisi Open Air 2024-ის არტისტებს შორის იქნებიან M.I.A, Masego, Aurora, Archive, La Femme, She Wants Revenge, Ellen Allien, Speedy J. მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Moku Moku, Killages, Circus Mircus, Avara, Loudspeakers და სხვები, რომლებიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ.

ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა.

თიბისი არაერთი წელია Tbilisi Open Air-ის მთავარი პარტნიორია და ფესტივალთან ერთად საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას უქმნის მსმენელს. თიბისი ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერია, რასაც, სხვა ინიციატივებთან ერთად, ახალგაზრდა არტისტებისა და საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების მნიშვნელოვან მხარდაჭერით გამოხატავს. 

Tbilisi Open Air 2024 ელოდება თითოეულ თქვენგანს!

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×