რეზონანსი
23.06.2024

ყველას აწუხებს კითხვა, თუ როგორი ამინდი იქნება ზაფხულში და როდის აჯობებს ზღვაზე წასვლა. მოქალაქეთა უმრავლესობა თავის დასვენებას სხვა ფაქტორებთან ერთად, ამინდის პროგნოზის მიხედვითაც გეგმავს. როგორი იქნება წელს ზაფხული და არსებული პროგნოზებით, როდის ჯობს ზღვაზე დასვენება? 

ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები ერთნამეთისგან განსხვავებულია, თუმცა მაინც იძლევა გარკვეულ წარმოდგენას. ჩვენ შევეცადეთ ეს ყველაფერი ბათუმის მაგალითზე გვეჩვენებინა.

პორტალ Meteum-ის მიხედვით, ივლისში ბათუმში ძირითადად მზიანი ამინდებია. მათი პროგნოზით, ივლისში იქნება 3 წვიმიანი (1, 7 და 9 ივლისი), 3 მოღრუბლული (5, 15 და 30 ივლისი) და 25 მზიანი დღეს. ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდი კი 21-და 31 ივლისამდეა. ამ დროს ჰაერის საშუალო ტემპერატურა 23-26 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აქგვისტოს, აქაც ძირითადად მზიანი დღეებია ნავარაუდევი. აგვისტოში იქნება 3 წვიმიანი (12, 22 და 27 აგვისტო), 3 მოღრუბლული (5, 15 და 30 აგვისტო) და 25 მზიანი დღე. შესაბამისად, ბათუმში დასვენება უფრო აგვისტოს პირველ ნახევარში ჯობს - 1-დან 11 აგვისტომდე.

განსხვავებული მონაცემები აქვს პორტალს AccuWeather. მათი პროგნოზით, ივლისის პირველ ნახევაში ბათუმში ძირითადად წვიმებია - 2, 3, 10, 11, 12 და 13 ივლისს. აგვისტოში კი, ძირითადად მზე იქნება და წვიმა მხოლოდ რამდენიმე დღესაა მოსალოდნელი - 2, 3, 35, 29 და 30 აგვისტოს.

ჰიდრომეტეოროლიგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ, ზოგადად, წლევანდელი ზაფხული საკმაოდ ცხელი იქნება.

„ზაფხულის სეზონზე ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ატმოსფერული ნალექი ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამ სეზონზე საკმაოდ ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ არ ვვარაუდობთ 40-42 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას. არის იმის ვარაუდიც, რომ დაბლობშიც და მაღლობშიც ივლისი-აგვისტოს ცალკეულ დღეებში ტემპერატურა 39-40 გრადუსი იყოს. ასევე არ არის გამორიცხული ცალკეულ დღეებში მცირე ნალექებიც. როგორც ახლა არის ამინდები, დაახლოებით იგივე გაგრძელდება ივლისშიც და აგვისტოშიც. 

„ეს 40-42 გრადუსი ნამდვილად მაღალი ტემპერატურაა, თუმცა გაცილებით მაღალი ტემპერატურაც ყოფილა. მაგალითად, 2000 წელს ფოთსა და მარტვილში 45 გრადუსი გრადუსი დაფიქსირდა. იქნება ზაფხულისთვის დამახასიათბელი ექსტრემალური ამინდები - გვალვა ან ნალექი. პერიოდულად ნარჩუნდება ამინდის არამდგრადობა, უმეტეს წილად კი ნალექს ველოდებით საღამოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ სვეტლანა ნიორაძემ.

ნინო ახობაძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×