რეზონანსი
22.06.2024

რუსეთის ძალები შეტევის ტემპის გაძლიერებას განაგრძობენ პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებებზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, გასული ერთი დღის განმავლობაში ფრონტის ხაზის გასწვრივ 99 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებებზე მტერი განაგრძობს შეტევითი მოქმედებების ტემპის გაძლიერებას და ამისთვის მნიშვნელოვანი ძალების ჰყავს ამოქმედებული. მიუხედავად ამისა, უკრაინელი დამცველები თავდაჯერებულად აკავებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების შეტევას და მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის", - ნათქვამია გენშტაბის დღის შემაჯამებელ ანგარიშში.

ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმია ცდილობს თავდასხმას ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკთან, სადაც შეტაკება გრძელდება. კუპიანსკის მმართულებით კი საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროების პოზიციების შტურმი 12-ჯერ სცადეს, რვა შეტევა განხორციელდა ლიმანის მიმართულებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×