რეზონანსი
23.06.2024

წიწამურთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს. GWP წერს, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი.

"სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების კრიზისი სოფელ  წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც მილსადენი დააზიანა. შედეგად თბილისში რამდენიმე უბანს წყალი გრაფიკით მიეწოდება. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×