რეზონანსი
07.07.2024

ფოტოგრაფი, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი აბდალაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოველთვის იბრძოლებს იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია.

“ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს!! ამ ხნის მანძილზე დღე არ გადის, რომ არ ვიფიქრო იმ ჯოჯოხეთზე რაც გავიარეთ; დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით. დღეს ზურა აღარ გვყავს- ყველაზე თბილი და კეთილი ადამიანი, ყოველთვის ვიბრძოლებ მე პირადად იმ ბოროტების წინააღმდეგ რასაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია!” - წერს აბდალაძე.

2011 წლის 7 ივლისს, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილი, დაკავების რეალური მიზეზი კი, 2011 წლის 26 მაისს აქციის გაშუქება და დარბევის ამსახველი ფოტოები იყო. 2018 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×