რეზონანსი
03.07.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის თქმით, ჩნდება შეკითხვები - სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან და შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან.

ჩნდება შეკითხვები - სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი (გრიგოლ ლილუაშვილიც იყო ამას წინათ ვაშინგტონში) აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან? შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან?", - წერს გია აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×