ნატალია ჯვარიძე
18.06.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო 2030 წლისთვის აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დაიბრუნებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ სწორ გზაზე დგას.

„აფხაზეთმა და "სამხრეთ ოსეთმა" სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ერთი რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ძალის გამოყენებით სცადა და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა.

„როგორც ჩვენ გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კრიმინალური ავანტურიდან გაკვეთილი ისწავლა და აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მშვიდობიანი გზით დაბრუნებას ისახავენ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართული რეინტეგრაციის პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.

„აფხაზებმა და ოსებმა მათი სუვერენული სტატუსის შელახვის და საქართველოს იურიდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არა ერთხელ გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ერთადერთი ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება იქნება", - განაცხადა გალუზინმა

მისივე თქმით, სოხუმ-თბილისი-ცხინვალის სამკუთხედში ნორმალიზების წინაპირობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველო არსებულ რეალობას მიიღებს და თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპების საფუძველზე ურთიერთობების დამყარებისთვის მზად იქნება.

„ამასთან დაკავშირებით, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე ხელმოწერას. მათ შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომი დემარკაციით. ყველა ეს თემა, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, განხილვის საგანს წარმოადგენს.

„ეს ფორმატი თანაბარი დიალოგის შენარჩუნებისა და საერთაშორისო შუამავლობით თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალურ წარმოამდგენლებს შორის საერთო ენის პოვნის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მუშაობის გააქტიურებას მხარს ვუჭერთ. ვიცი, რომ აფხაზები და სამხრეთ ოსები ამისთვის მზად არიან", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს 2030 წლისთვის აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დაბრუნება წარმოუდგენლად მიაჩნია. როგორც იგი აღნიშნავს, „ოცნების" პირობებში შეუძლებელია და კობახიძის ამ განცხადებას დაცინვას ეძახის.

„ოცნება" აფხაზეთისა და "ოსეთის" დაბრუნებაზე არ იფქრობს, ისინი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებაზე არიან ორიენტირებული. ირაკლი კობახიძემ 26 მაისს რომ თქვა 2030 წლისთვის დავიბრუნებთო, ამით დაგვცინა, რადგან ჩვენ ევროკავშირში შესასვლელად ყველა პირობა რომ შევასრულოთ, ამ დროისთვის მაინც ვერ გავწევრიანდებით, მითუმეტეს აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთთან" ერთად.

„აშკარად მათ არ ადარდებთ ეს საკითხი და დაცინვით გვითხრა, რომ ამ საქმეში რუსეთი კი არ დაგვეხმარება, არამედ ევროკავშირის შესვლით მოხდება. ვინაიდან „ქართული ოცნების" პერიოდში არ მოხდება ევროკავშირში გაწევრიანება, ბუნებრივია, ამავე ლოგიკით ეს საკითხიც ვერ მოგვარდება. ეს ძალიან ამორალური განცხადება იყო", - აღნიშნავს იგი.

მისივე თქმით, რუსეთს უნდა, რომ სიტუაცია მუდმივად აკონტროლოს და თუ კი ამ საკითხში ერევიან, გამოდის, რომ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება სიცუეა.

„რაც შეეხება გალუზინისა და სხვა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ესეც უცნაურია. კობახიძეს არ უსაუბრია, რომ რუსეთი დაგვიბრუნებსო. თუ ეს ევროპით მოხდება და ისინი შეგვარიგებენ, მაშინ ეს რუსეთს რატომ აწუხებს. რა მაგათი სადარდებელია, თუ ევროპა დაგვეხმარება?

„რუსეთს უნდა, რომ სიტუაცია მუდმივად აკონტროლოს და თუ აფხაზები და ოსები ევროკავშირში წამოვლენ, მაგათ ვინ ჰკითხავთ? მათ ხომ ეს ორი რეგიონი სახელმწიფოდ აღიარეს. ტყუილად რატო უნდა ინერვიულონ, ესე იგი გამოდის, რომ არც მათ აღიარეს, როგორც წარმოაჩენენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×