რეზონანსი
23.06.2024

რა შანსები აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გავიდეს ჯგუფიდან - ქართველი ქომაგები შესაძლო ვარიანტებზე საუბრობენ. მათი თქმით, ეს სხვა ქვეყნების მატჩებზეც არის დამოკიდებული. ქართველი ფეხბურთის ქომაგი ლადო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართელოს ჯგუფიდან გასვლის შანში

პორტუგალიასთან თამაშის ფრეთი დამთავრების შემთხვევაშიც აქვს. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ პორტუგალია საქართველოსთან მატჩში ნაკლებად მონდომებული იყოს. 

ამასთან, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მწვანე მინდორზე ბუდუ ზივზივაძეც ვიხილოთ.

ბოლო თამაშითაც კი გვაქვს შანსი, ფრე-ს შემთხვევაშიც კი გვაქვს შანსი ბოლო თამაშში პორტუგალიასთან და პრინციპში, მე გამარჯვებასაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან შედეგით ვხედავთ, ორივე მატჩში ახლოს ვიყავით სასურველ შედეგთან და დავუმატოთ ისიც, რომ თუ პორტუგალია ნაკლებად მოტივირებული იქნება მესამე მატჩში, ვინაიდან მას უკვე გარანტირეული აქვს გასვლა. პირველმა მატჩმაც და მეორემაც აჩვენა, რომ სრულფასოვანი მონაწილეები ვართ ჩვენ, ბოლომდე ვიბრძვით, ყვასლთვის ვართ ანგარიშგასაწევი ძალა და შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო ტურის წინაცვინარჩნებთ ეალურ შანსს იმისა, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.

ვიცოდით, რომ პირველივე ზედვისტი ჟორჟის შემცვლელი იყო ბუდუ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი, იგივე გაკეთდა უშუალოდ გენერალურ რეპეტიციაზეც ანუ მონტე ნეგროსთან მატჩში, რომელიც იყო უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის წინ, იგივე გაკეთდა, ბუდუმ შეცვალა და თან რომ შეცვალა, იქ შედეგიც დადო, ბუდუმაც გაიტანა, ჟორჟმაც გაიტანა, როცა თამაშობდა, შემოვიდა ბუდუ და გაიტანა ბუდუმაც. ამიტომ გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არის მწვრთნელის პრეროგატივა, - ამბობს ლადო ნაცვლიშვილი.

სპორტული ჟურნალისტი  ვახტანგ ბოლოთაშვილი ფიქრობს, რომ პორტუგალიასთან მოგება რთულია, თუმცა შეუძლებელი არ არის. 

შოტლანდია-უნგრეთი უნდა მორჩეს ფრე, ასევე ხორვატიამ უნდა წააგოს იტალიასთან, რაც სრულიად შესაძლებელია და ალბანეთმა უნა წააგოს ესპანეთთან, რაც ალბათ ასეც მოხდება. თუ ასე მოხდა ყველაფერი ა ჩეხეთმაც წააგო თურქეთთან ჩვენს ჯგუფში, მაშინ ფრეთიც გავდივართ ჩვენ. რა თქმა უნდა, მოგება უკეთესი იქნება, მაგრამ პორტუგალიასთან მოგება ცოტა სასწაულია, მაგრამ ესეც შესაძლებელია. მონდომება, რა თქმა უნდა იყო. თავიდანვე ვიცოდით ჩვენ, რომ ჩეხები ითამაშებდნენ მაღალ ბურთებზე ჩაწოდებაზე. პრაგმატული ფეხბურთი - ჩააწოდა - დაარტყა, სხვა გზა არ ექნებოდა, ჩვენთან ტექნიკურ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა, პასებს ვერ ითამაშებდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვჯობნით მაგაში, - ამბობს  სპორტული ჟურნალისტი ვახტანგ ბოლოთაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×