ელზა პაპოშვილი
28.05.2024

პოლიცია კვლავ ეძებს პირს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის #37-ში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადა. შენობაში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა და  ბანკის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ  თანხას არ მისცემდნენ. ამ დროს ბანკში რამდენიმე მომხმარებელი იმყოფებოდა, რომლებმაც შენობიდან გაქცევა მოახერხეს.

თავდამსხმელის დაკავებას დაცვის თანამშრომელი შეეცადა, თუმცა მამაკაცი ადგილიდან გაიქცა. თუმცა ბანკი ისე დატოვა, რომ თანხის წაღება ვერ მოახერხა. 

ადგილზე მიიყვანეს კინოლოგები, თუმცა გაქცეულის კვალზე გასვლა ვერ მოხერხდა. 

„ამბობენ, რომ ბიჭი იყო, რომელსაც სახე ჰქონდა დაფარული. მივიდა მოლარესთან და ხელში იარაღი ეჭირაო. ყვიროდა - ფული მომეცი, თორემ დაგხოცავთო. ვინც მოახერხეს მომხმარებლებმა გამოქცევა, გარეთ გამოიქცნენ. ბანკს ჰყოლია დაცვა და მან რომ გაიგო ხმაური, მის დასაკავებლად წამოვიდა. დაცვის დანახვაზე კი ეს ყაჩაღი გაიქცა. მართლა ჰქონდა იარაღი თუ იტყუებოდა და არაფერი ჰქონდა, არ ვიცით. ფეხით იყო აშკარად.

„საით გაიქცა და რა მიმართულებით, ალბათ კამერებში დაინახავდნენ. ფულის წაღება რომ ვერ მოახერხა, ეს ვიცით. შესაძლოა პატარა ბიჭიც იყო, რაღაც წააგო და შემოვარდა ფულის წასაღებად. ალბათ გამოძიება დააგენს. ძაღლებიც მოიყვანეს, მაგრამ ვერ იპოვეს ჯერ. კამერებსაც ათვალიერებდნენ და შესაძლოა იდენტიფიკაციაც მოახდინეს“, - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×