რეზონანსი
21.06.2024

ნიკა მელია რესტორან „ქვევრის" დამფუძნებელმა ლაშა ბასლანძემ რესტორანში არ შეუშვა.

ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიკა მელია მის რესტორანში არასოდეს იქნება სასურველი სტუმარი.

„ბოლო 1 თვის განმავლობაში ამ უსამშობლოებისგან მომრავლებულია „შევიწროვების", „დისკომფორტის შექმნის" შემთხვევები - ღია ცის ქვეშ, პარკში, თეატრში, შვილების თანდასწრებით და ა.შ.ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი (ალა ლუსულ კანონს ვინც ყვირის და ბოიკოტგამოცხადებული რუსული ბიზნესი რომაა ქვევრი მისთვის)

მოდის ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე, ჩემს რესტორანში და თვითონვე მეუბნება რომ იცის ვინც ვარ და რა სიტუაციაცაა იქ, რაც ჩემთვის პირადად ორმაგი სტანდარტის ამბავია - ისედაც საკმაოდ დიდი პრობლემა არამხოლოდ დღევანდელ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.

ერთი ის იცოდეს ყველამ, ქვევრი, რომელიც არის ქართული, ოჯახური, ტრადიციული არასოდეს არ უმასპინძლებს ქვეყნის მოღალატეს, ვისაც როგორ გინდათ ისე შეხედეთ ამ ჩემს სიტყვებს. პრინციპულობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თვისებაა ადამიანისთვის - ნათელი და პირდაპირი მაგალითი პრინციპულობა როგორ განსხვავდება სხვადასსხვა ადამიანებში კი გუშინდელი შემთხვევაა - ნიკანორ მელია საკუთარი სურვილით მიბრძანდება კიბეებზე მათი თქმით „რუსულ ბიზნესში, რუსულ რესტორანში" და ნათელია ჩემი დამოკიდებულება,

ასევე მათი თქმით, პატარ-პატარა დისკომფორტები ყველა ქვეყნის მოღალატეს უნდა შეექმნას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია რომ ეს ადამიანი ჩემს რესტორანში არასოდეს არ იქნება სასურველი სტუმარი და ამას ვინც შეიცხადებს, აუცილებლად ძალით იბრმავებს თავს.

გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, რაც აუცილებლად იქნება ჩვენი მომავალი, ამ პატარა ადამიანების ჩამოშორების შემდეგ." - წერს ბასლანძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×