რეზონანსი
07.07.2024

რატომ არ მისცეს მეტი დრო ბუდუ ზივზივაძეს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ? ფეხბურთელი ამბობს, რომ ყველა სპორტსმენისსურვილია, რაც შეიძლება დიდი დრო ითამაშოს ჩემპიონატზე, თუმცა პატივს სცემს მწვრთნელის გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ ვილი სანიოლი წყვეტს, თუ ვინ უნდა ითამაშოს მოედანზე.

ფეხბურთელი ირწმუნება, რომ მისი ევროპის ჩემპიონატზე ნაკლები დროით თამაშის მიზეზი მისი სტატუსები არ არის.

"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან საოცარი შედეგი დავაფიქსირეთ. პირველად, ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იყო და ჯგუფიდანაც გავედით, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მიღწევა იყო და ბიჭები ბედნიერები ვართ იმით, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანეთ და ქართულ ფეხბურთშიც კიდევ ერთი დიდი ისტორია დავწერეთ.

მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებას პატივისცემით ვაფასებ, იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელი ის არის, გადაწყვეტილებებს ის იღებს და მე, როგორც ერთი რიგირთი ნაკრების წევრი, ყველა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მეც, როგორც ყველა ფეხბურთელს, მსურს, რომ რაც შეიძლება დიდი დრო ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა რამდენი წუთიც მივიღე, იმ წუთებითაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

ჩემს სტატუსებს ამაში არანაირი როლი არ მიუღია. ეგრეც რომ იყოს, მაგაში ვერავის ვერ გავყვები. მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა", - თქვა ბუდუ ზივზივაძე "შაბათის ეთერში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×